- “შავი ორშაბათი“ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“, – დაწერა პრეზიდენტმა.