ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობები დატოვეს

  • მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ბჟანიამ დოკუმენტს უკვე ხელი მოაწერა.

თანამდებობა ასევე დატოვა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანკვაბმაც.

„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, ვაცხადებ გადადგომას აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“, – ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *