საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს. მელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას – ეს ერთი. მეორე – ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ”, – განაცხადა მელაშვილმა, რომელმაც შეკითხვაზე, ელოდა თუ არა გათავისუფლებას ასევე აღნიშნა: „კიც და არაც, რადგან დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს”.