- მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ კოდორის ხიდი ისევ ჩაკეტა.
მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე.
ინფორმაციისთვის: დღეს, დილით ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს დაკავებულების საათნახევარში გათავისუფლებას დაჰპირდნენ, თუმცა ისინი არ გაუთავისუფლებიათ.
ფოტო: ინტერნეტი