პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა. აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
კახა კალაძე რჩება პარტიის გენერალური მდივანად, პოლიტიკურ მდივნად პოლიტსაბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი კი – დიმიტრი სამხარაძე