ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

  • ქალაქ ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალ სპორტულ კომპლექსში მოეწყო მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი ხელბურთის, ფრენბურთის და კალათბურთისთვის, დარბაზები კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, კარატეს და ფიზიკური მომზადებისათვის

“სპორტული კომპლექსი უზრუნველყოფილია საშხაპეებით, გამოსაცვლელი ოთახებით სპორტსმენებისათვის, დამოუკიდებელი ოთახებით მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის და ყველა იმ დამხმარე ოთახითა თუ სათავსოთი, რომელიც აუცილებელია კომპლექსის ფუნქციონირებისათვის

ახალ სპორტულ კომპლექსში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემები

კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა ლამპიონები

სპორტული კომპლექსის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2.6 მილიონი ლარით განახორციელა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *