დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს პეციალისტები წამლობას სპეციალიზებული ტექნიკით ახორციელებენ და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება.

“ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინირებულად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და საკარმიდამო ტერიტორიებზე მავნებელთან ბრძოლა მექანიკური მეთოდების გამოყენებით.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *