“ისწავლე და დასაქმდი“

  • დედაქალაქის მერიამ პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლის და უფროსი ასაკის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *