საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 6 ახალი, ევროპული სტანდარტების წყლის კალათა შეიძინა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 6 ახალი, ევროპული სტანდარტების წყლის კალათა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული კალათები ეფექტურია და გამოიყენება ვერტმფრენით ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ახალი სპეცტექნიკა პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ტექნიკურ მახასიათებლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სპეციალური ტექნიკის განახლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *