ოზურგეთში აშენდა საჩოგბურთო ცენტრი

  • ოზურგეთში მოეწყო ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნებით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები.

კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

ჩოგბურთის ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის.

ოზურგეთის ახალ საჩოგბურთო ცენტრში პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები შეძლებენ როგორც ვარჯიშს, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *