- 15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.
პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღისწესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი წარმართა შეუფერხებლად და გამჭვირალედ და 2024 წლის 24 მაისს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატი, თუმც ამ დრომდე პარლამენტში არცერთ დონეზე არ დაწყებულა წარდგენილი კანდიდატურის განხილვა.
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს გამოიყენოს რიგგარეშე სესია წარდგენილი კანდიდატურის განსახილველად და მეტად აღარ შეაფერხოს სებ-ის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.
სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ეტაპზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტს შესარჩევი კომისიის მუშაობაზე დაკვირვების მიზნით პარლამენტის წარმომადგენლის ჩართულობის შესახებ. პარლამენტმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს