- ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ბანერები წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „კი – ევროპას“, „კი – გამჭვირვალობას“.
„კი – ქართულ კანონს! არა რუსულ კანონს! კი – ევროპას! კი – გამჭვირვალობას!“, – დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
„მოდი, ამაზე მყარად შევთანხმდეთ! არა რუსულ კანონს! კი – ევროპას! კი – გამჭვირვალობას!“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.