- რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრებასთან“ დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, რომლებმაც “ფილარმონიიდან” საკონონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ღირსებით ევროპისკენ”.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ამასთან, შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.