- ამ წუთებში, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, რომელსაც დღეს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაციისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 9 წელი მიესაჯა.