- გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. 35 წლამდე მამაკაცს სამედიცინო დახმარება უტარდება.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. გარდაცვლილი 62 წლამდე მამაკაცია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.