- ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს. როგორც ნინო ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მოლოდინი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მის მიმართ „შემოტევა იქნება“, რისთვისაც მზად არის.