- პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის, ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდისა და აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან.
განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკის და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები და სხვა.
გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა შეხვედრის მონაწილენი და სრულიად საქართველო“,- აღნიშნულია განცხადებაში.