ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

 როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, სოფელში ზვავი დილით განვითარდა, რის შედეგადაც, ერთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა წაიღო. მერის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე დაიღუპა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *