- კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია. მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის: დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად; სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით; ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან. ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ.”-წერს მესამე პრეზიდენტი.