- ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით.