- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის ტყვედ აყვანის შესახებ უწყება ინფორმირებულია.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.
ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.