უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა

  • სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შვიდ პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს.შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *