- რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს…” განაცხადა ღარიბაშილმა.