საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა

  • საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოშიო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.

“გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ხმის მიცემის დროს, ავტომატურად  ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს. ხმის მიცემა დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე.

საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერს:  https://wanderlustmagazine.typeform.com/to/cH26XO02

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust ყოველწლიურად მართავს კონკურსს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს  ტურისტული მიმართულებების შესახებ.“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *