„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნენ

  • ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნენ.

როგორც სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი პარტიაში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო, რაც შესრულდა.

„ვაგრძელებთ ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის ტრადიციას. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, თავად იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები. ეს არის ერთ-ერთი დაპირება მას შემდეგ, რაც პარტიაში არჩევნები ჩატარდა.

ირაკლი ფავლენიშვილი იქნება გენერალური მდივნის მოადგილე; ნიკოლოზ ჭურაძე – თვეების განმავლობაში იბრძოდა უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობისთვის, მშვიდობისთვის უკრაინასა და მსოფლიოში. ის იქნება კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი.

თათია ნიკოლაშვილი – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ვანო მაღალაშვილი – აღმასრულებელი მდივნის მოადგილე.

გვანცა გაზდელიანი – იურიდიულ სამსახურის უფროსის მოადგილე;

ედო ჯავახიძე- სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი; ალექსანდრე კრევო ასათიანი – საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე; გიგი გიგიტელაშვული – სამდივნოს აპარატის უფროსი.

გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა და აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *