- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 ივლისიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვასილ გედევანიშვილი უხელმძღვანელებს.
უწყების ცნობით, ვასილ გედევანიშვილი საერთაშორისო სამართლის იურისტია და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან დღემდე, ვასილ გედევანიშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის პოზიციას იკავებდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის წარდგენას სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.