- სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სავარგულები. სტიქიამ გამოიწვია ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რის გამოც დაზიანდა გზების ნაწილი.
უამინდობის გამო რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.