- პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.
პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.