3-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *