- სახალხო დამცველის აპარატი “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა”,- აღნიშნულია განცხადებაში.