დედაენის ბაღის მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  • უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 ივნისს სკუდიერის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება 17:00-დან 22:00 საათამდე ორმხრივად აიკრძალება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოძრავი ავტომობილები 9 მარტის ბაღიდან მარჯვნივ მოხვევით, მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილდებიან, შემდეგ კი მოძრაობას იტალიისა და ათონელის ქუჩების საშუალებით გააგრძელებენ.

შეზღუდვის დროს აღნიშნული მარშრუტით იმოძრავებს, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და შოთა რუსთაველის გამზირისკენ, ისე ზაარბრიუკენის მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *