- ელენე ხოშტარიამ დაადასტურა “ევროპული საქართველოდან” წასვლა, მაგრამ აგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა. პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა.”- განაცხადა ხოშტარიამ.