2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

  • დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში სიახლეა და ის 2-ეტაპიანის ნაცვლად, 3-ეტაპიანი იქნება.

“კიდევ ერთი სიახლე შეეხება 2023 -2024 წლის სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებებს. მოგეხსენებათ ამ პროცესში გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭებათ რეგისტრაციისას, ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა, მათი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს.

ასევე, თუ დღემდე მოქმედი წესით რეგისტრაცია მიმდინარეობდა ორ ეტაპად, რაც ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების რეგისტრაციას, ხოლო მეორე ეტაპზე საყოველთაო რეგისტრაციას, აღნიშნული წესი იცვლება და იქნება სამ-ეტაპიანი რეგისტრაცია, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები, მეორე -ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ უკვე ივლისში გამოვაცხადებთ რეგისტრაციას”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *