- დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს, აქ, ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს; იცავთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვით კრიმინალს; იბრძვით ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად; ქმნით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოსა და მშვიდობიან მომავალს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.