- შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 4 ერთეული სპეციალური ავტო-ტექნიკა შეემატა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს 3 ერთეული სამაშველო მანქანა პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურმა გადმასცა. ერთი თანამედროვე მაგირუსის ფირმის სახანძრო ავტო-ცისტერნა კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა.
სახანძრო-სამაშველო ავტო-ტექნიკა ქართველ მეხანძრე-მაშველებს გადაეცემათ, რაც გაზრდის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და ავტოპარკის განახლების პროცესს. დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის, ასევე ინფრასტრუქტურის განახლების არაერთი პროექტი.