მამუკა ხაზარაძე მთავრობას მიმართავს, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სპეციალური ფონდი შეიქმნას

  • “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავრობას მიმართავს, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.

მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში.

არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე და დასძენს, რომ მისგან ფონდში პირველი შენატანი 100 ათასი ლარი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *