- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა კვლევა მიმდინარეობს.
” გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება, იმიტომ, რომ გენომის სეკვენირება მიმდინარეობს. რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ არის ეს ბევრი, ალბათ, 5-ზე ნაკლები შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადგენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია, იმიტომ, რომ იქ არის საშუალება გენომის დაშლის, ანუ სეკვენირების და ამ ახალი შტამის იდენტიფიცირებას, სწორედ, გენომის სეკვენირება სჭირდება და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც“,