- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეზიდ თანამოქალაქეებს ახალი წლის დღესასწაულს – აიდა სარსალეს ულოცავს.
„ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს – აიდა სარსალეს. ქვეყნისადმი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ თქვენს თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში.
მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნავს პრემიერი.