- „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა ნიკა მელია აირჩიეს. აღნიშნული ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე გაფორმდება.
15000-მდე ადამიანმა გამოხატა მისი პოზიცია და მხარი დაუჭირა ნიკა მელიას, დაახლოებით 8000-მდე ადამიანმა კი ლევან ვარშალომიძეს.
კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდა.