- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო და სხვა ხარჯით ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
კონკურსის ბიუჯეტია 100 000 ლარი. კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო მუსიკის შექმნის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; საბავშვო მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; შემოქმედებით პროცესში ბავშვთა აქტიური მონაწილეობა, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ქართული სამუსიკო, თეატრალური და ქორეოგრაფიული სამყაროსათვის მომავალი პროფესიული კადრების მომზადება.