- სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ალყა შემოარტყან პარლამენტს და მოახდინონ შენობის მშვიდობიანი პიკეტირება.
“ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას, მშვიდობიანად და წყნარად და ეს გადაწყვეტილება არის ყველასი – აქ მდგომი საინიციატივო ჯგუფის, ახალგაზრდების, სხვადასხვა ორგანიზაციის და რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილებაზე ხელის აწევით კვლავ დავადასტუროთ თუ ეთანხმებით, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ.
შემდეგი ნაბიჯია ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ პარლამენტი ალყაში, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას და სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს გააკეთეთ გუშინ, ორივე მხრიდან გადავინაცვლოთ, დავიძრათ და უკანა და გვერდითა შესასვლელებთან გავლაგდეთ პარლამენტის გარშემო.
მეორე საკითხი – ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას, ჩვენ მოგვიწევს ყველამ ერთად, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. გთხოვთ, ხელის აწევით დამიდასტუროთ თანხმობა ამ სამოქმედო გეგმაზე.
მშვიდად და წყნარად გადავდივართ პარლამენტის ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით და მოვაქციოთ პარლამენტი ალყაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა რუსული ინტერესების გატარებას ქვეყანაში, წავედით დავიძარით”,- მიმართა ვაშაძემ მოქალაქეებს.