- თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარებს, დისტანციურად ერთ-ერთი ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო.
სხდომაზე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, პროცესამდე შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა.