- თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება, სერვისით სარგებლობა კი 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
“რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, პროგრამის განმახორციელებელ ორ სპორტულ ობიექტზე, ხოლო სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ 3 ოქტომბრიდან. პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში. პროგრამა საპილოტეა. დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება, ცვლილებებსაც შევიტანთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.