- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე (სოფელი ხუნევი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარების მიზნით, 2021 წლის 6 აგვისტოს 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება