- კორონავირუსის გავრცელების ფონზე საგადასახადო შეღავათები საკანონმდებლო ინიციატივის სახით მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
პროექტის თანახმად, კიდევ ექვსი თვით – 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.