- commersant.ge „რეალური ეკონომიკის 4.3 %-იან ზრდაზეა დაგეგმილი 2021 ბიუჯეტი, რაც მგონია რომ ოპტიმისტურია. დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე 3-4 წელი გვჭირდება, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდეთ,“- კვლევითი ინსტიტუტ „გნომონ ვაიზის“ (საქართველოს უნივერსიტეტი) მკვლევარი ეგნატე შამუგია რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრობს და სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის მიზნობრიობას და შედეგებს აკრიტიკებს.