საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 8 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 23 169 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 422 შემთხვევა. ყველაზე მეტი – 216 თბილისში
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური – 1.82%;
ბოლო 7 დღის – 1.49%;
ბოლო 14 დღის – 1.52%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 158-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 277 218 შემთხვევა. მათგან 269 784 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3691 ადამიანი.