20 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური იქნება-კობახიძე

  • ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური იქნება.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიგეს 64 საარჩვენო ოლქიდან 44 ოლქში, მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში, ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისში, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.

მნიშვნელოვანია, რომ კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კერძოდ, ცესკოს წიანასწარი მონაცემების თანახმად, “ქართული ოცნება” თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, საზოგადოებას ვპირდბეით, რო ჩვენი მერობის ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *