19.02.21: საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი, ხოლო შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 701 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 260 597-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 406-ია.

ბოლო 24 საათში 16 391 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 10 091, „პისიარ“ ტესტი – 6 300.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,37% პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,7% პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4% პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 813, კლინიკურ სასტუმროში რჩება 232 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *