- საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 822 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, პისიარტესტით – 8 625.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,35 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 915 გამოჯანმრთელდა, 3 939 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 29 184 პირი, დღიურად აცრილია – 1 530 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 310, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 982 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 439 პირი.